დავით კირკიტაძის დაკავება

ბაქრაძე კირკიტაძის პატიმრობაზე: ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა

პოლიციაზე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი, მაგრამ დავიჯერებდით ხელისუფლების გულწრფელობას, რომ არ გვახსოვდეს სხვა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების გამო, პოლიციაზე ძალადობაში მონაწილეები არ დასჯილან. მაგალითად, კორცხელის ანგარიშსწორება, როდესაც ორი პოლიციელის ჰოსპიტალიცაზია მოხდა და არცერთი მოძალადე, რომელიც მონაწილეობდა პარლამენტის წევრებისა და პოლიციელების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ ყოფილა დაპატიმრებული, ყველა გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ და საბოლოოდ, გადაიხადეს მხოლოდ ფულადი ჯარიმა.

ასევე გვახსოვს რუსთაველზე ულტრამემარჯვენეების და ფაშისტების მსვლელობაც, როდესაც მრავლად ვიხილეთ ინციდენტები პოლიციასთან და არცერთი მონაწილე არ დაუსჯია ხელისუფლებას.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციაზე ძალადობა არ შეიძლება, იქნებოდა სიმართლე, ხელისუფლება რომ თანაბრად აღასრულებდეს კანონს საკუთარი მომხრეების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

დღეს ჩვენ ვხედავთ კლასიკურ შერჩევით სამართალს, როდესაც არ ისჯებიან "ქართული ოცნების" მომხრეები, არ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" დაკვეთით და ხელმძღვანელობით მონაწილეობენ ძალადობრივ აქტებში და ნებისმიერი საბაბი გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად და დასაპატიმრებლად .

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის უსამართლო სამართალი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ მშვიდობიანად მოვახდინოთ ამ სისტემის დასრულება.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

კომენტარები