დავით კირკიტაძის დაკავება

დეკანოიძე: ქალი პოლიციელების წინ დაყენება ქალის ობიექტივიზაციის კლასიკაა

ქალის განივთება, ობიექტივიზაციის კლასიკა ჩვეულებრივად, როდესაც ქალბატონები, რომლებითაც უნდა ამაყობდნენ რეალურად, აი, ასე დააყენეს წინ. სამარცხვინოა ჩვეულებრივად ეს, მე არ ვიცი, რა ხდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გურჯაანში გამართულ აქციაზე ქალი პოლიციელების გამოყვანაზე. დღეს დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად გურჯაანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები