დავით კირკიტაძის დაკავება

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო
რუსთავი 2

გურჯაანის სასამართლოში უკვე დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის, პროცესი. 

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის პატიმრობას ითხოვს, თუმცა ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, კირკიტაძეს თავდებში პარლამენტის 30 დეპუტატი უდგება.

სხდომის დაწყებამდე კირკიტაძემ მოკლე განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, თუმცა ამასთან, მზადაა სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის. კირკიტაძე ამბობს, რომ შსს ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა. 

გურჯაანის სასამართლოსთან პროცესის პარალელურად კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია იმართება, რომელსაც გაერთიანების "ძალა ერთობაშია" და ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს, წევრები ესწრებიან. 

ენმ-ის წევრი 16 დეკემბერს გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების საფუძველზე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

 

კომენტარები