ჯანდაცვის მწვავე კრიზისი - 520-ე დადგენილების უკვე დამდგარი და მოსალოდნელი ზიანი520-ე დადგენილების მიღებიდან სამი თვე გავიდა. ახალი დადგენილების ფარგლებში, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას გარკვეულ მომსახურებებზე გათანაბრებული ტარიფები თავად დაუდგინა. სამინისტროს მიერ დაწესებული ახალი ტარიფების უმეტესობა იმავე სამინისტროს მიერ მანამდე დადგენილ განაკვეთებზე დაბალია.