მიხეილ სააკაშვილი

სერგეენკო: პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად

ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება.

როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი. მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა, ასეთი ტერმინი არის კლინიკურ მედიცინაში, მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები