ვაქცინაცია საქართველოში

სერგეენკო: ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, [დაგვიანებული ნაბიჯები] გვაქვს

[დაგვიანებული ნაბიჯები], რა თქმა უნდა, გვაქვს. დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ, პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.

21 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32%.

კომენტარები