არჩევნები 2020

საბურთალოს ოლქში დათვლილია ხმების 100%, მეორე ტურში სერგეენკოს ელისაშვილი დაუპირისპირდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ხმების 100% (სულ 97 უბანი).

გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც დავით სერგეენკო და ალეკო ელისაშვილი გადავიდნენ.

შედეგები კი ასე გამოიყურება:

დავით სერგეენკო - ქართული ოცნება - 43.23% (31 459 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 19.16% (13 940 ხმა)

ბადრი ჯაფარიძე - ლელო - 13.78% (10 024 ხმა)

ირაკლი ოქრუაშვული - გამარჯვებული საქართველო - 6.21% (4 519 ხმა)

თამარ ჩარკვიანი - სტრატეგია აღმაშენებელი - 5.19% (3 779 ხმა)

ცესკოს ბოლო მონაცმებით სულ დათვლილია ხმების 99.9%. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

კომენტარები