უკრაინა-საქართველო

სერგეენკო: არახამიას ნამეტანი მოსდის, ან არგუმენტები წარმოადგინოს, ან სიტყვები უკან წაიღოს

დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული პატივისცემისა და იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასა და ზოგადად, მის მოქალაქეებს ნათქვამში არ უნდა ჩაეძიო, ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს. არ შეიძლება ასეთი ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან არგუმენტი უნდა წარმოადგინოს, ან თავისი სიტყვები უკან უნდა წაიღოს. უკვე ნამდვილად საზღვრებს სცილდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ამბობს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, კომპანიებსა და ა.შ." აქტიურად იყენებს. 

კომენტარები