მე-10 მოწვევის პარლამენტი

სერგეენკო ჯაფარიძეზე: ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ნახევარი სამართლებრივი

პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პარლამენტი მსჯელობს ამაზე და არ არის სუფთად სამართლებრივი გადაწყვეტილება. ნახევარი პოლიტიკაა ამ გადაწყვეტილებაში და ნახევარი სამართლებრივი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მომესმინა არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ. რაც შეეხება აღიარება - არ აღიარებას, ვერ გეტყვით, მე ალბათ ამის მიხედვით არ შევცვლიდი გადაწყვეტილებას. შურისძიება რომ არ გამოვიყენო, პოლიტიკური ნაწილიც არის ამ გადაწყვეტილებაში და სამართლებრივიც. 

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას გამოეხმაურა. 15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა.

კომენტარები