თამარ ჟვანიას გადადგომა

სერგეენკო ჟვანიას გადადგომაზე: მესმის, დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო

დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი, იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაც არის არჩევნების პროცესის შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. რატომ თვლიდა, რომ ადრე არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილება იყო და სტრესის ქვეშ შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა. 

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ეხმიანება თამარ ჟვანიას გადადგომას, რომელმაც დღეს, 30 ივნისს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა.

კომენტარები