გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, თავისთავად, ცხადი მოცემულობა იყო, როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა. რაც შეეხება სტაბილიზაციას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად, პროცენტულად უფრო მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და, დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არცერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც ბოლო 2 წელი გვაჩვენებს. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცადონ ექიმებს თავისი საქმის კეთება.
მიხეილ სააკაშვილი
სერგეენკო სააკაშვილზე: ცხადი მოცემულობა იყო, როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა
tbl.ge/5tde
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 29 დეკემბერს, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის საპატიმროში დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხეშიმიხეილ სააკაშვილის პატიმრობამიხეილ სააკაშვილის საქმედავით სერგეენკოქართული ოცნება
ამავე თემაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას
- სააკაშვილი: "არც ნაცი არც ქოცი" არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების ლოზუნგი




