მწვანე პასპორტები

სერგეენკო: უვადო მწვანე სტატუსს არ ვემხრობი, ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას

პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი [უვადო მწვანე პასპორტს]. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის არ ვიცით, იმედია, მასაც დაფარავს.

მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომ Covid-გადატანილებს უვადო მწვანე სტატუსი ჰქონდეთ.

კომენტარები