ორი რელიგია ერთ ოჯახში - ისტორიები აჭარიდანხშირად ამბობენ, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა, თუმცა პრაქტიკა საწინააღმდეგოზე მიუთითებს - რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად არიან სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლები, მათ უწევთ სტიგმასთან ბრძოლაც. თუმცა, არსებობს სხვა მაგალითებიც - მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელში, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები გვერდიგვერდ, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.