პაკისტანი

პაკისტანის სასამართლომ ღვთისგმობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალი გაამართლა

AFP

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქრისტიანი ქალი, ასია ბიბი, რომელსაც ღვთისგმობისათვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, გაამართლა და გაათავისუფლა.

47 წლის ასია ბიბი 4 შვილის დედაა. მას ღვთისგმობისათვის ჩამოხრჩობა 2010 წელს მიუსაჯეს. ქალმა ფერმაში მასთან ერთად მომუშავეებს წყალი მიუტანა, თუმცა მანამდე ჭიქიდან თავადაც მოსვა. მას ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს, თუმცა ქალის მხრიდან უარის შემდეგ წინასწარმეტყველ მუჰამედი შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქალის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ასია ბიბი პირველი ქალია, ვისაც პაკისტანში ღვთისგმობისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. პაკისტანის კანონების მიხედვით მსგავსი დანაშაული სიკვდილით ისჯება, თუმცა სახელმწიფოს მსგავსი განაჩენი სისრულეში ჯერ არ მოუყვანია, რადგან, ხშირ შემთხვევაში ღვთისგმობაში ბრალდებულებს ხალხი ლინჩის წესით ასამართლებს.

პუნჯაბის პროვინციის გუბერნატორი, სალმან ტასერი, რომელმაც ბიბი დაიცვა და ღვთისგმობის შესახებ კანონების გადახედვა მოითხოვა 2011 წელს მოკლეს.

რადიკალური ისლამისტური პარტიები საპროტესტო აქციებს მართავენ და ქალს და მოსამართლეებს მოკვლით ემუქრებიან.

კომენტარები