ირანი

თეირანის ქუჩებში ძაღლების გასეირნება აკრძალეს

Getty Images

ირანის დედაქალაქში საჯარო ადგილებში ძაღლების გასეირნება აკრძალეს.

ირანული მედიის მიხედვით თეირანის პოლიციის უფროსმა, ჰუსეინ რაჰიმიმ თქვა, რომ ისინი, ვინც აკრძალვის მიუხედავად ძაღლებს ქუჩაში ან პარკში გაასეირნებენ დაისჯებიან. გარდა ამისა იკრძალება ძაღლის მანქანაში ყოლაც.

კანონის დამრღვევები დაჯარიმდებიან ან შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ.

აკრძალვის მიზეზად ძაღლების მიერ ხალხში გამოწვეულ "შიშს და შფოთვას" ასახელებენ.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ძაღლების მფლობელებს პრობლემები არაერთხელ შექმნიათ. ხშირია ძაღლების ჩამორთმევის შემთხვევებიც. ირანის სასულიერო პირებს ძაღლი "უწმინდურ" ცხოველად, ხოლო ძაღლის ყოლა პრო-დასავლურობის სიმბოლოდ მიაჩნიათ.

2010 წელს ირანის კულტურის სამინისტრომ მედიას რეკლემებში შინაური ცხოველების ან მათთან დაკავშირებული პროდუქციის გამოყენება აუკრძალა.

კომენტარები