აშშ

ოლბრაითი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის პროტესტის ნიშნად მზადაა, ისლამი მიიღოს

Reuters

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა მადლენ ოლბრაითმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, პროტესტის ნიშნად, მზად არის ისლამი მიიღოს.

"მე გავიზარდე როგორც კათოლიკე, შემდეგ ანგლიკანურ ეკლესიაში გადავედი, ხოლო შემდგომში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოჯახი ებრაული იყო. მზად ვარ, სოლიდარობის ნიშნად ისლამი მივიღო", - წერს ოლბრაითი.

ოლბრაითი თვლის, რომ ამერიკა უნდა დარჩეს თავისუფალი ნებისმიერი მრწამსისა და წარმომავლობის ადამიანებისთვის.

ოლბრაითი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა.

მის გარდა, სოლიდარობის ნიშნად ისლამის მიღების მზადყოფნა გამოთქვა Big Bang Theory-ს მსახიობმა მაიმ ბიალიკმაც.


ფოტო: AFP

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი 120 დღით შეაჩერებს აშშ-ში დევნილების მიღების პროგრამას, ასევე 30 დღემდე შეაჩერებს ვიზების გაცემას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის.

კომენტარები