ავსტრია

ავსტრიის მთავრობა 7 მეჩეთის დახურვას და 40 იმამის გაძევებას აპირებს

სებასტიან კურცი და ჰაინც-კრისტიან შტრახე
Reuters

ავსტრიის მთავრობა ისლამისტური იდეოლოგიასთან და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ რელიგიურ ჯგუფებთან ბრძოლის ფარგლებში 7 მეჩეთის დახურვას და 40 იმამის ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს.

"ეს მხოლოდ დასაწყისია" განაცხადა ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ.

2015 წელს ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერის, სებასტიან კურცის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ავსტრიაში მიიღეს კანონი, რომელიც რელიგიურ დაჯგუფებებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავდა და მუსლიმურ საზოგადოებებს ავალდებულებდა ჰქონოდათ "პოზიტიური დამოკიდებულება ავსტრიის სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ."

"ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ისლამის პარალელური საზოგადოებების და რადიკალური ტენდენციების ადგილი არ არის." თქვა კურცმა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა განაცხადა, რომ ავსტრიის ეს ნაბიჯი "ისლამოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული ტალღის" შედეგია.

კომენტარები