ერაყი

სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ჭყლეტვაში აშურას დღესასწაულზე

BBC

სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ჭყლეტვაში აშურას დღესასწაულზე, ერაყის ქალაქ ქარბალაში.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი სადღესასწაულო რიტუალს ატარებდა.

აშურა იმ ბრძოლის გახსენებაა, რომელიც 680 წელს ქარბალაში მოხდა. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინი მოკლეს. 

ყოველწლიურად, მილიონობით შიიტი მუსლიმი პილიგრიმი ქარბალაში მიემგზავრება, სადაც მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ.

2004 წელს აშურას დღესასწაულზე ქარბალასა და ბაღდადში 140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომდევნო წელს კი, სულ მცირე, 965 პილიგრიმი ჭყლეტვაში დაიღუპა, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სხვა შიიტურ დღესასწაულზე.

კომენტარები