არაბული ქვეყნები

LGBT სცენის გამო, არაბულ ქვეყნებში პიქსარის ანიმაცია LIGHTYEAR აიკრძალა

Filmbook

Disney-სა და Pixar-ის ახალი ანიმაცია, Lightyear საუდის არაბეთში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში LGBT სცენის გამო კინოგაქირავებიდან მოიხსნა.

სცენაში ანიმაციის ერთ-ერთი გმირი, ალიშა კოცნის თავის მეგობარ ქალს. თავდაპირველად Disney სცენის ამოღებას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. 

საუდის არაბეთში Lightyear-ის ჩვენება არ განიხილებოდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ანიმაციის ჩვენება დაგეგმილი იყო, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის პროტესტის გამო მოიხსნა. 

Lightyear ცნობილი ფრენჩაიზის, Toy Story-ს მორიგი ანიმაციაა. ფილმის მთავარი გმირი სათამაშოების ისტორიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ასტრონავტი ბაზ ლაითიერია.

აპრილში კინოგაქირავებაში იგივე მიზეზით არ გამოვიდა Marvel-ის ბლოკბასტერი, დოქტორი სტრეინჯი 2.

კომენტარები