ივანიშვილის სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა მაშინდელ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებული არ ჰქონდა.
"ჩორჩანასთან დაკავშირებით 2 მოცემულობაა საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებულია კონკრეტული პირი და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა. რა ახსნა აქვს ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ვნახოთ რა ახსნა და არგუმენტი ექნება.
[...]
ფაქტი არის ის, რომ ეს ჩემი ინფორმაციით, არ იყო კოორდინირებული პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ საოკუპაციო ხაზთან კონკრეტული საკითხებში ჩართულობა - ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს ყველაფერი განხორციელდა სუს-ის გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი, საჯაროდაა ცნობილი და მეც გიდასტურებთ". - თქვა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქით, ამ ქმედებით "მართალია დროებით", მაგრამ "დაიკარგა 100 ჰექტარი ტერიტორია".
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.
გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ. საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.





