თავდასხმა საფრანგეთში

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში 3 ქალს სამზარეულოს დანებით თავს დაესხა

Kenzo Tribouillard/AFP/Getty

საფრანგეთის პოლიციამ 27 ივლისს დააკავა კაცი, რომელიც პარიზში დანით სამ ქალს დაესხა თავს, რის შემდეგაც გამვლელებმა ის მიწაზე შებოჭეს და შეაჩერეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პორტ-დე-კლიშიში მომხდარი ინციდენტის დროს კაცი სამ ქალს – 19, 24 და 36 წლის – სამზარეულოს დანებით დაესხა თავს, რის შედეგადაც ორი მათგანი სერიოზულად დაიჭრა. 

Snapchat-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დანებით შეიარაღებული კაცი ახალგაზრდა ქალზე თავდასხმასა და მის დაჭრას ცდილობს. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა გამვლელმა თავდამსხმელს ჩემოდანი ესროლა, რის შემდეგაც მან დანები დაყარა, რა დროსაც გამვლელებმა მისი მიწაზე შებოჭვა შეძლეს. 

"მე ალაჰმა მიბრძანა". – ამბობს მიწაზე გაბოჭილი თავდამსხმელი კიდევ ერთ ვიდეოში. 

ნუნესის თქმით, თავდამსხმელი დააკავა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა: ""ჩემი პატივისცემა მას, ეს გაბედული ნაბიჯი იყო" – აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით, თავდამსხმელის მოტივი კვლავ უცნობია. ნუნესმა დაამატა, რომ პოლიციამ ჯერჯერობით ვერ შეძლო დაკავებულის იდენტიფიცირება, რომლის შეძახილებით დაკავების დროს "გაუგებარი" იყო. 

ამასთან, საფრანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ განიხილავენ მომხდარზე გამოძიების გახსნას. 

კომენტარები