ჩორჩანას საქმე

წულუკიანი ჩორჩანაზე: საგუშაგოს აგების ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მიწები დაგვაკარგვინა

ჩორჩანის ნაწილში, ამ შემთხვევაში უკვე აღარ არსებული კომისიის, იცით ეს დროებითი კომისია იყო, ყველა წევრის სახელით შემიძლია ღიად გითხრათ, რომ ჩორჩანა იყო ის საქმე, თუ ეპიზოდი, რომელიც სრულად და ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ხმაურიანად პირველად სწორედ ჩვენმა კომისიამ გამოავლინა, გამოიკვლია და შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და თავად გიორგი გახარიას გამოკითხვების საფუძველზე შექმნა ფაქტობრივი მასალა.

ეს ჩვენს დასკვნაში აისახა, კერძოდ იმის შესახებ, რომ მცდარი იყო მისი და ბატონი ქემოკლიძეს განცხადებები, რომ არ ვთქვა [სიტყვა] ტყუილი, [მათი განცხადებები] მცდარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ საგუშაგოს აღმართვით მათ საქართველოს ტერიტორია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, დაიცვეს რუსეთისგან.

ფაქტები, რომლებიც ჩვენ დასკვნაში დავდეთ, მეტყველებს საპირისპიროზე, რომ პირიქით ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ძალიან დიდი ნაწილი ტყის ტერიტორია გადავიდა რუსი ოკუპანტის ხელში.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა იმედი LIVE-ის ეთერში.

კომენტარები