ჩორჩანას საქმე

წულუკიანი: 23 ივნისს ხელმეორედ გამოვკითხავთ გახარიას ჩორჩანაზე

23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა, შეტყიბინების, ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, რათა გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც, როგორც მან გვითხრა, არცერთი სანტიმეტრი ტერიტორიის, მისი ამ გადაწყვეტილებით, საგუშაგოს განთავსებით, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავსო. და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა-განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე. ეს ჩვენებები რადიკალურ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.

თქვა თეა წულუკიანმა მის კომისიაზე.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხება.

გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან ერთად, გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

კომენტარები