რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Fire Point-ის დამფუძნებელი: შემოდგომით მოსკოვზე ბალისტიკური დარტყმები იქნება

შემოდგომით მოსკოვზე [ბალისტიკური რაკეტებით] დარტყმები იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა ძრავის სტატიკური ცეცხლის ტესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ სტრუქტურაში არაფერი არ დაიშალოს – რომ თერმულმა დამცავმა გაუძლოს და ძრავამ ისე იმუშაოს, როგორც ჩანაფიქრში გვაქვს. ამის შემდეგ ჩვენ [ბალისტიკურ რაკეტას] გავუშვებთ – მაშინვე ჩავატარებთ სატესტო ფრენასა და ვნახავთ, მუშაობს თუ არა ყველაფერი ფრენის გეგმის შესაბამისად. ამის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის შიგნით ფრენები დაიწყება. არმია გადაწყვეტს, სად გაუშვებენ მათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი თავიდანვე მნიშვნელოვანი სამიზნეებისკენ იქნება მიმართული.

ამბობს უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი, დენის შტილერმანი, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში, როცა მას წამყვანმა უკრაინული ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

კომენტარები