ავარია

ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

აჭარა თაიმსი

ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 1 პირი, 1 კი დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები