შემთხვევით ეს იმ ცნობილი "ბოდიშის" ან ჩორჩანას საქმის გაგრძელება ხომ არ არის? ჩორჩანას საქმის, რაზეც წულუკიანის ანტიკონსტიტუციურმა კომისიამ, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე გარკვეული პრეტენზიები გამოეთქვათ. ვნახოთ, დიდი იმედი გვაქვს, ეს ასე არ იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება, ეჭვების, რისკებისა და კითხვის ნიშნების ქვეშ კი არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ პირიქით, თუმცა ოცნების პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია.
აზრი აქვს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას ემსახურება, მაგრამ როცა ოცნების პირობებში ვხედავთ ოკუპანტებისთვის მოხდილ ბოდიშს, ჩორჩანაში ქართული მიწების დაცვის გამო ყოფილი პრემიერის 13-წლიანი მუხლის აღძვრას ზუსტად იგივე ბრალდებით, რა ბრალდებაც ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმის ე.წ პროკურატურას აქვს - ამ პირობებში, არ გვაქვს იმისი იმედი, რომ ოცნება რაიმეს სახელმწიფოებრივად უდგება.





