ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TV პირველი: ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს აქციაზე სპეცრაზმელები თავს დაესხნენ

TV პირველი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას TV პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი დაშავდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავს სპეცრაზმელები დაესხნენ. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, ჰქონდა გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი. 

მარიამ გაფრინდაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული დაზიანებების გამო, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. 

ტელეკომპანია ჟურნალისტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და გდდ-ის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას აკისრებს.

რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას სპეცრაზმელები მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენენ. გუშინ აქციაზე ასევე გაუსწორდნენ ფორმულას ჟურნალისტს გურამ როგავას, რადიო თავისუფლებისა და პუბლიკის ჟურნალისტებს. 


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

კომენტარები