რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ – 8, მონტენეგრომ – 4 რუსი დიპლომატი გააძევა

Shutterstock

უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებების პასუხად, იაპონიამ რვა რუსი დიპლომატი გააძევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 8 დიპლომატში არ შედის ელჩი, მიხაილ გალუზინი. უწყება დამატებითი დეტალებზე არ საუბრობს.  

ამასთანავე, "დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო" მონტენეგრომ გასცა ბრძანება ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. 

რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ – 15, გერმანიამ – 40, შვედეთმა – 3, იტალიამ – 30, ესპანეთმა კი 25 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ასევე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა.

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები