რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია 40 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გერმანია 40 რუს დიპლომატს ქვეყანას ატოვებინებს. ისინი გერმანიიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში უნდა წავიდნენ. გადაწყვეტილება გერმანიაში რუსეთს ელჩს უკვე გააცნეს, რომელიც 4 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა DER SPIEGEL-მა გაავრცელა.

"ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, იმ წარმოუდგენელი სისასტიკის დამამტკიცებელი საბუთია, რასაც რუსეთი ახორციელებს. მათ ყველაფრის განადგურება სურთ. გერმანია ასეთ არაჰუმანურ აქტს თავისუფლებითა და ჰუმანური გზებით უნდა დაუპირისპირდეს. ეს დიპლომატები ყოველდღე გერმანიაში ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის ერთიანობის წინააღმდეგ მუშაობენ. მათ შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგაც აამუშაონ სხვადასხვა სქემა, მაგალითად, მათ უთვალთვალონ. ისინი იმ ადამიანებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს, რომლებიც ჩვენთან უსაფრთხოებისა და დაცულობის მიზნით ჩამოვიდნენ. სწორედ ამიტომ, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ მათ მიმართ ტოლერანტულები აღარ ვიქნებით". - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები