რუსეთ-უკრაინის ომი

მწვანე კორიდორი გაიხსნა – სუმიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

Unian

მწვანე კორიდორი გაიხნა - სუმის ოლქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება.  

უმაღლესი რადა საკუთარ ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლტავიდან სუმის ოლქში 35 ავტობუსი მიდის - ავტობუსებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები და ექიმები მიჰყვებიან. ასევე, ოლქში იგზავნება 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება - საკვები და მედიკამენტები. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.  

ჰუმანიტარული დერეფნებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი 3 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნები დაბომბეს, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები