რუსეთ-უკრაინის ომი

საერთოდ როგორ ბედავენ, რომ ქვეყანას ამ ტონით ესაუბრონ – კირცხალია ელჩების წერილზე

"საერთოდ როგორ ბედავენ და როგორ უბედავენ ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრონ" - ამბობს  ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული TV იმედის ეთერში საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩებს ერთობლივ წერილზე. 

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილი გაავრცელეს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის" - ნათქვამია წერილში.

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ - კურტო, ფიშერი, უორდი

კირცხალია ელჩების წერილზე ამბობს, რომ "მიზეზი არის ერთი საქართველომ მათ გაუცრუა ის მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენ ვქცეულიყავით მათ ყურმოჭრილ მონებად".

"ამაზე მეტი ანტიდემოკრატიულობა, ამაზე მეტი სითავხედე რა შეიძლება გააკეთო უცხო ქვეყანაში, რომელსაც შენ მეგობრობას ეფიცები და ამ დროს შენი დიპლომატი და სხვა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. გამოდიან და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ დიახ თქვენი ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო და მერე რა მოხდა და დიახ, თქვენ უნდა დაუწესოთ სანქციები რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო სანქცია დაცული გვაქვს. უნდა დაინგრეს თქვენი ეკონომიკა, მერე რა მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა. [...]

საერთოდ როგორ ბედავენ და როგორ უბედავენ ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრონ" - თქვა კირცხალიამ. 

ელჩები წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ტყუილია ქართული ოცნების ნარატივი, რომ ისინი "საქართველოს II ფრონტისკენ მოუწოდებდნენ". 

კომენტარები