აშშ-ირანის ომი

CENTCOM: აშშ-მ ირანზე იერიშების ახალი ტალღა დაასრულა

ამერიკული F/A-18
CENTCOM

აშშ-ს ძალებმა 17 ივლისს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ზედიზედ მეშვიდე ღამე დაასრულეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, იერიშების სამიზნე იყო სადაზვერვო ობიექტები, სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა იარაღის საცავები და საზღვაო შესაძლებლობები. ოპერაციაში გამოყენებული იყო გამანადგურებელი ავიაცია, უპილოტო საფრენი აპარატები, სამხედრო ხომალდები და სხვა სამხედრო საშუალებები.

"CENTCOM პრეზიდენტის ბრძანებით აგრძელებს ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამავე დროს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას" - წერია სამხედრო უწყების განცხადებაში.

კომენტარები