დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა BBC-ს აცნობეს, რომ რუსეთის მიერ დასავლეთ კურსკის რეგიონში განლაგებულმა ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა, სამ თვეში თითქმის 40%-იანი დანაკარგი განიცადა.
ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან, ანუ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკიდან (DPRK) გაგზავნილი დაახლოებით 11,000 ჯარისკაციდან 4,000 საბრძოლო დანაკარგად მიიჩნევა.
საბრძოლო დანაკარგი მოიცავს დაღუპულებს, დაჭრილებს, დაკარგულებს და დატყვევებულებს. ოფიციალური პირების თქმით, ამ 4,000-დან დაახლოებით 1,000 ჯარისკაცი უკვე გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, სად მკურნალობენ დაჭრილები ან დანაკარგი ახალი ძალებით როდის შეივსება.
თუმცა ციფრები მიუთითებენ იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ გვევლინება, მძიმე საფასურს იხდის უკრაინული ძალების რუსეთის ტერიტორიიდან გაყვანის მცდელობისთვის, რაც შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებამდე იყოს განპირობებული.