18 ივლისის ღამეს უკრაინის სამხედროებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს.
სოციალურ ქსელებში ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ნოგინსკში, კრემლიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ნავთობბაზიდან სქელი შავი კვამლი ამოდის.
დილით ხანძარი ასევე დაფიქსირდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია Wildberries-ის შეკვეთების დამუშავების ცენტრში, რომელიც ნოგინსკის სამხრეთით, ქალაქ ელექტროსტალში მდებარეობს.
დარტყმებით გამოწვეული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.
თავდასხმის ფონზე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოსკოვის ოლქის მიმართულებით 370-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელთაგან, მისი მტკიცებით, 64 დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.




