რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინსა და ლავროვს ევროპული აქტივები გაეყინებათ – ახალი სანქციები ევროკავშირისგან

Sergei Chirikov/EPA/Shutterstock

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს – მათ ევროპული აქტივები გაეყინებათ. მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთის შეჭრაზე მყისიერი რეაგირების მოთხოვნაა. 

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სანქციების შემდეგი ტალღის ქვეშ, შესაძლოა, "კიდევ მრავალი" რუსი ოლიგარქი მოექცეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები