ქართული ოცნება

კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს

მუდმივი გამოწვევაა ის თავდასხმები, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ღიად, მკაფიოდ და აგრესიულად აშშ-ის წინა ადმინისტრაციიდან და, რომელიც მოდის განსაკუთრებით 2024 წლიდან. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, განსაკუთრებით მუდმივად იყო მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობები.

გახსოვთ ალბათ, უკრაინა-რუსეთის ომი სანამ დაიწყებოდა, თუ როგორი თავდასხმები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სწორედ მაშინ გათვალა ბატონმა ბიძინამ, თუ როგორ განვითარდებოდა გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ პატიობენ საკუთარ თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ვერ ერევიან სიმართლეს. ვერ ერევიან ქვეყნის უანგარო სიყვარულს.

აგენტს როგორ შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება, ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები