აშშ-საქართველოს ურთიერთობები

კომიკური ფიგურა იყო, არის და იქნება ბატონო უილსონი – კირცხალია

ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონზე ამბობს, რომ ის "კომიკური ფიგურაა" და მისი განცხადებები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. 

კირცხალიას სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის" მიღებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.

"კომიკური ფიგურაა, კომიკური ფიგურა იყო, არის და იქნება ბატონო უილსონი, იმიტომ რომ კარგად ვიცით მისი წარსული და ვხედავთ მის აწმყოს, ხან რომელი ქვეყნის დროშით დარბის და ხან რომელი ქვეყნის რომელ პროდუქტს აპიარებს თუ რას აკეთებს, ეს მისი საქმეა, შემდეგ დეკლარაციაში იწერება დარწმუნებული ვარ და გამჟღავნდა კიდეც ე.წ. FARA-ში რამდენიმე ძალიან საინტერსო ფაქტი მასთან მიმართებით. ასე რომ, ასეთი კომიკურ-ოდიოზური ფიგურების განცხადება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია". - განაცხადა კირცხალიამ.

8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები