მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჩემი საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ამაზე - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს, მე გეუბნებით, რომ პრობლემა გახდება. ხომ იცით, ბუშტი იბერება, იბერება და ბოლოს გასკდება. არ მომწონს, მეც არ მომწონს, რა თქმა უნდა, არ მომწონს [უკანონო მაინინგი], არ შეიძლება, ზამთარში დენი ითიშება, არის პრობლემები, ტრანსფორმატორები ფეთქდება, ენერგო პრო არაფერს არ აკეთებს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა. [...]
მქონდა შეხვედრა რწმუნებულებთან, საკრებულოს წევრებთან სხვა თემებზე, მაგრამ წარმოიშვა იქაც ეს საკითხი და იქაც გავახსენე ყველას, გახსოვთ ამას რომ ვსაუბრობდით?! ახლა კეთილი ვინებოთ სულ ყველამ, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება რამდენიმე ვარიანტს დადებს, რომ სვანეთი არ ჩაბნელდეს, სასტუმროები დენზეა დაერთებული და დენზე ფუნქციონირებს, გათბობა, ყველაფერი, რადაგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, ალბათ, შესაბამისი მიდგომა უნდა იყოს, რომ დააბალანსო ფასი.




