რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინისადმი წერილით სასურველ შედეგს მივაღწიე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერთი თვის განმავლობაში მან სხვადასხვა მიზნებით დაწერა რამდენიმე წერილი სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ქვეყნებისადმი. მან ამ თემაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისადმი წერილის გაგზავნით სასურველ შედეგს მიაღწია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იყო ეს რეზულტატი.

"ერთი თვის განმავლობაში მე გავგზავნე რამდენიმე წერილი სხვადასხვა ინსტიტუტებში, ევროკავშირიდან დაწყებული, აშშ-ს პრეზიდენტის, აშშ-ს კონგრესისა და პუტინის ჩათვლით. სხავდასხვა მიზნები მქონდა. მაგალითად, აშშ-სადმი მიმართვით მსურდა გამეკეთებინა ყველაბი, რათა მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინის სიტუაციაზე ოდნავ მაინც გადმომეტანა.

ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ, თუმცა ჩემს სახელმწიფოს სჭირდება ანტისარაკეტო საშუალებების ძალიან დიდი რაოდენობა. მე მივიღე შედეგი, თუმცა ახლა ვერ გეტყვით, რა სახის შედეგია, მაგრამ მე ეს გავაკეთე.

პუტინისთვის წერილის გაგზავნის დროს მქონდა მიზანი და ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგი მივიღე." - თქვა ზელენსკიმ. 

4 ივნისის ღია წერილით ზელენსკიმ პუტინს მიმართა, რომ განესაზღვრა დრო და ომის დასასრულებლად მასთან შეხვედრა გაემართა. მომდევნო დღეს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის მიზეზს ვერ ხედავს.

კომენტარები