რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საპარლამენტო სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ხელს მოაწერდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ამბობდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არ იყო.


 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები