რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი უკრაინაზე: არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომა საჭირო იყოს

სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ახლა მთავარი არის, რომ შეჩერდეს ეს ომი, ამიტომ აქ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის საერთაშორისო საზოგადოებას, მათ აქვთ ის ინსტრუმენტები, რომ მოახდინონ ამ მდგომარეობაზე ისეთი ზემოქმედება, რომ შეცერდეს ომი. სწორედ ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ, მათ შორისო, საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით, მხარში დავუდგეთ უკრაინას, რომ შეჩერდეს ომი.  

დღეს არის ერთადერთი ამოცანა, ეს არის ომის შეჩერება, ეს შესალებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძებებით. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და დახმარებას, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ უკრაინას. არ მგონია, საგანგებო სხდომა საჭირო იყოს, მე ვაპირებ, რომ შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგანაც მივიღო ინფორმაცია.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.  

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც.  

კომენტარები