ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა, ამავდროულად დაკავშირებული იყო ნაცმოძრაობასთან, ჭულუხაძე რომ დაკავშირებული იყო ნაცმოძრაობასთან, ყველამ დაადასტურა, უკრაინაში იმალება დღემდე, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან იგივე ადამიანია, ესეც ფაქტია. მათ შორის, წინა წელს, გავრცელებული იყო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეშიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ამ ადამიანს ბრალი ვერ წარუდგინეს. ფიგურანტი იყო, როგორც მინიმუმ რაღაცის საქმის კურსში იყო. [...]

ბიძინა ივანიშვილი მოწყვლად რეჟიმში კი არა, პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, 2 მილიარდი გაუჩერეს კაცს. მკვლელობაც შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ დაგეგმილი და მკვლელობა კი არა, ფიზიკურ განადგურებას კი არა, ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად 1 აგურის დამდები, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რადგან შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.

განაცხადა მამუკა მდინარაძემ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში.

კომენტარები