თვითმფრინავის ჩამოვარდნა

აშშ-ში, ედვარდსის ბაზაზე ბომბდამშენი B-52 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა

კალიფორნიაში, ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზაზე ბომბდამშენი B-52 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

"სასწრაფო დახმარების ჯგუფები დაუყონებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და სამუშაოები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, მოგაწვდით". - წერს X-ზე ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზა.

ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის შედეგად ვინმე დაშავდა თუ არა. 

ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და გარკვეული დროით, აეროდრომი დაიხურა.

კომენტარები