რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბელარუსიდან სამხრეთდასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს

ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.
 
ზალუჟნის ინფორმაციით, რთული მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში.
 

უკრაინის სასაზღვრო ძალების ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკა კიევის ოლქში შევიდა. კიევის ოლქი ბელარუსს ესაზღვრება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები