რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სარაკეტო განგაშის შემდეგ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ლიპეცკში 21 ივლისის ღამეს სარაკეტო განგაშის გამოცხადების შემდეგ თბოელექტროცენტრალის ტერიტორიის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ლიპეცკის ოლქის გუბერანტორის, იგორ არტამონოვის თქმით ცეცხლი "საწარმო ობიექტების ტერიტორიაზე" გაჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა ობიექტი დაზიანდა.

გუბერნატორის თქმით, ხანძრის მიზეზებს აზუსტებენ.

ტელეგრამ არხი Astra-ს ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა თბოელექტროცენტრალისა და ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატს შორის.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქ ვლადიმირში დრონი მრავალსართულიან სახლს შეეჯახა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ათ რეგიონში, ოკუპირებულ ყირიმში, აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში 209 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები