სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.  

განხილვა დაპირიპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ მას შემდეგ დატოვა, რაც ქართული ოცნების წევრებს მიმართა. 

"ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ - მე წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარული, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა - ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ. მინიმუმ, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და, ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ. 

[...] როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, იმიტომ, რომ არავიტარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ ამისთვის. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება, ძალიან დიდი მადლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის". - მიმართა მათ თოლორაიამ.   

"ინსპექტორს გაუბედეთ, 288 გვერდი დაწერეთ და 1 კითხვა არ დაუსვით" – თოლორაია ოცნებას 

თოლორაია ოცნებას: სამშობიაროდან წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე, თქვენ – გაუქმებაზე 

ასევე, ქართული ოცნების წევრები, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდნენ GDI-ის თავმჯდომარეს, ედუარდ მარიკაშვილს, რომელმაც მათ უთხრა, რომ "ავტორიტარიზმის წარმომადგენლები" უწოდა.  

"ბლატაობს აქ" - ასე უპასუხა მის კრიტიკას ალუდა ღუდუშაურმა. "გააფრთხილე, თუ არა, გააგდე აქედან, კაცო". - მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს გურამ მაჭარაშვილმა.  


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები