სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია ოცნებას: სამშობიაროდან წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე, თქვენ – გაუქმებაზე

დეკემბრის დასაწყისიდან მე ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე მოვიწერე მეილი, მე არ მინდოდა, პარლამენტს ჩვენი წინადადების შესახებ გაეგო კანცელარიიდან და ჩვენი შემოსული წინადადებიდან. მოვიწერე მეილი პარლამენტში, რომ არ მინდა, მოვიტანო საკანონმდებლო წინადადება ისე, რომ პარლამენტი საქმის კურსში არ იყოს და გთხოვთ, შემთხვდეთ. ეს მეილი 8-9 დეკემბერს მოვიწერე. პასუხი მივიღე, რომ დატვირთულები იყვნენ. ვიფიქრე, რომ ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, წლის ბოლოა, დატვირთული რეჟიმია და ა.შ. თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, მთლიანად ამ უწყებას აუქმებს. 

ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ - მე წინადადებას ვწერდი გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარული, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა - ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ. მინიმუმ, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი და, ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ. [...] როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, იმიტომ, რომ არავიტარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ ამისთვის. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება, ძალიან დიდი მადლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის. 

მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ქართული ოცნების დეპუტატებს. ქართული ოცნების კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური უქმდება. 

კომენტარები