სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

გაერო: მოვუწოდებთ პარლამენტს გაიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა

შსს

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას.

"ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს წამების პრევენციისა და პირადი ინფრომაციის დაცვაში. მოვუწოდებთ [პარლამენტს] გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების [დაცვის] ეროვნული მექანიზმის დამოუკიდებლობა" - ნათქვამია განცხადებაში.

ახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. თოლორაიას თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ესაა სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

კომენტარები