ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ავღანეთი

თალიბანმა ადამიანის ცხედარი ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ჩამოკიდა

შაბათი, 25 სექტემბერი, 2021 - 19:02
ადამიანები ჰერათის ცენტრალურ მოედანზე უყურებენ ამწეზე ჩამოკიდებულ ცხედარს
AP
tbl.ge/5p7d
დაკოპირდა

მასალა შეიცავს მძიმე კადრების ამსახველ ფოტოებს

თალიბანმა ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ამწეზე ადამიანის ცხედარი ჩამოკიდა. ამის შესახებ თვითმხილველი The Associated Press-ს ესაუბრა. ვაზირ აჰმად სედიქის თქმით, რომელიც ცენტრალურ მოედანზე აფთიაქში მუშაობს, მოედანზე თავდაპირველად 4 ცხედარი მიიტანს და შემდეგ სამი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში წაიღეს 

სედექის თქმით, თალიბანმა გამოაცხადა, რომ ოთხი ადამიანი გატაცებაში იღებდა მონაწილეობას და ისინი პოლიციამ მოკლა.

თალიბანის მიერ ჰერათის პოლიციის უფროად დანიშნული ზიაულჰაქ ჯალალის ინფორმაციით, თალიბანის წევრებმა გამტაცებლებისგან მამა-შვილი გაათავისუფლებს. ჯალალის თქმით, დაპირისპირების დროს სროლისას დაიჭრა თალიბანის მებრძოლი და 1 სამოქალაქო პირი, ხოლო გამტაცებლები მოკლეს.

AP
AP
AP
AP

თალიბანის ერთ-ერთმა თანადამაარსებელმა და 1996-2001 წლებში, თალიბანის მმართველობისას ავღანეთში მკაცრი ისლამური კანონის გამტარებელმა მოლა ნურუდდინ ტურაბიმ The Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, დაჯგუფება აპირებს, სიკვდილით დასჯისა და კიდურების ამპუტაციის ფორმის სასჯელები დააბრუნოს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

  • ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები

  • "კლეპტოკრატია მომაკვდინებელია" – როგორ მოიგო თალიბანმა წაგებული ომი

  • ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია – აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერი

ავღანეთიჰერათითალიბანიშარიათის კანონი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025 - 10:51ავღანეთში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
  • სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025 - 11:22თალიბანის ბრძანების შემდეგ ავღანეთში ინტერნეტის მიწოდება შეწყდა
  • პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025 - 11:17თალიბანმა "ამორალური ქმედებების აღკვეთის მიზნით" ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა
  • ორშაბათი, 12 მაისი, 2025 - 12:18ავღანეთში თალიბანმა ჭადრაკი აკრძალა
  • ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025 - 14:49ავღანეთში თალიბანმა ბრიტანელი წყვილი დააკავა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 21:46

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ძებნილი პირი დავაკავეთ - სუსი

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:39

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების  ვორკშოპი გაიმართება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:43

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:17

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

ყველაზე კითხვადი

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
1'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
5როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕