რეკლამა

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

თანამედროვე ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად იცვლება გაყიდვების მიდგომებიც - ბოლო წლებში ტრანსფორმირდა როგორც თეორიები და ტაქტიკები, ისე გაყიდვების გუნდების კომპეტენციები და უნარები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - "გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში". შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპზე მონაწილეები განიხილავენ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე, როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლების ქცევა და რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში. შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები საკუთარი ბიზნესის პერსპექტივიდან და მიიღონ ახალი იდეები და მიდგომები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

"მეწარმე ქალების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ვქმნით ინიციატივებს, სადაც მეწარმეები პრაქტიკულ ცოდნას იღებენ და ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ. გვჯერა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეალურ, გრძელვადიან ღირებულებას სძენს მათ ბიზნესს“, - განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფრომაა, რომელიც მეწარმეებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს საჭირო რესურსებს - საგანმანათლებლო რესურსებს, კვლევებს, შეხვედრებსა და სხვა ინიციატივებს.

იხილეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business/360

კომენტარები